რომის მასტერსი: სინერი დაბრუნდა და პირველ წრეში გაიმარჯვა
რამდენიმე თვიანი დისკვალიფიკაცია დასრულდა. იანიკ სინერი ჩოგბურთს დაუბრუნდა და რომის მასტერსის პირველ წრეში ნავონე მარტივად, ორ სეტში 6:3 6:4 დაამარცხა.
იტალიელმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში 1 ბრეიკი შეასრულა, რაც საკმარისი აღმოჩნდა. მეორე სეტი ოდნავ განსხვავებული იყო.
მეშვიდე გეიმში სინერმა მეტოქის ჩაწოდება მოიგო, თუმცა ნავონემ უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.
მიუხედავად ამისა, იანიკმა მეცხრე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, მატჩზე ჩააწოდა და უპრობლემოდ მოიგო. სინერი რომის მასტერსის შემდეგ წრეში იესპერ დე იონგს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ რეიტინგის პირველ ნომერს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება კლოსტებოლი აღმოუჩინეს და დოპინგ ტესტი ჩააგდო. ამის გამო ის დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სინერმა არაერთი ტურნირი გამოტოვა, თუმცა ის კვლავ ATP რეიტინგის სათავეში იმყოფება.