ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

უშანსო მარცხი - ბასილაშვილი პრაღის ჩელენჯერს დაემშვიდობა

პრაღის ჩელენჯერის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის 180-ე ნომერს ფილიპ მიშოლიჩს დაუპირისპირდა და უშანსოდ 0:6 5:7 დამარცხდა.

პირველი სეტი სრული კატასტროფა იყო. ნიკოლოზმა სამივე თავის ჩაწოდება წააგო და მეტოქის ჩაწოდებაზე არანაირი შანსი არ ჰქონდა.

მეორე სეტი შედარებით განსხვავებული სცენარით წარიმართა. ნიკოლოზმა ზედიზედ ორი თავისი ჩაწოდება წააგო, 5:1-საც აგებდა, მაგრამ მატჩში დაბრუნება შეძლო და ორი ბრეიკი შეასრულა.

სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მე-12 გეიმში მიშოლიჩმა გაიბრწყინა, ნიკოლოზის ჩაწოდება მოიგო და შესაბამისად მატჩშიც გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილს 2 სარეიტინგო ქულა დაემატა და ახლა 363 ქულით ATP რეიტინგში 156-ე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები