იბერია 1999
Aa
Aa

სლოვენიური მედია: იბერია 1999 მატიჩ ვრბანეცს იმატებს

როგორც მოგეხსენებათ, Crystalbet ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999 ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

თბილისურმა კლუბმა გაძლიერების მიზნით 2 ფეხბურთელი უკვე დაიმატა. სულ ცოტა ხნის წინ, სლოვენიურმა ტელეკომპანია Sport TV-იმ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

ცნობილი ხდება, რომ კორღალიძის გუნდი სლოვენიელ მატიჩ ვრბანეცს დაიმატებს. ვრბანეცის ბოლო კლუბი მურა იყო, რომელთანაც კონტრაქტი გასული სეზონის ბოლოს ამოეწურა.

28 წლის ნახევარმცველი იბერია 1999-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემატება, თუმცა თუ სლოვენიურ მედიას დავუჯერებთ, ტრანსფერისთვის ის გარკვეულ თანხას აუცილებლად მიიღებს.

ცნობისთვის, სლოვენიელი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს ალუმინსაში, ცელიეში და მურაში თამაშობდა. ის ასევე სლოვენიის 19 და 21-წლამდე ნაკრების წევრიც იყო.

შეგახსენებთ, რომ ვრბანეცამდე იბერიამ არმელ ზოჰური და ანეს რუშევიჩი დაიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები