პეპ გუარდიოლა, სიმონე ინძაგი, ალ ჰილალი
Aa
Aa

შვიდგოლიანი დრამა | ალ-ჰილალმა მანჩესტერ სიტი დაამარცხა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ალ-ჰილალს“ შეხვდა და დამატებით დროში დამარცხდა (3:4).

ანგარიში მე-9 წუთზე პეპ გუარდიოლას გუნდმა გახსნა - ილქაი იუნდოგანის პასის შემდეგ თავი ბერნარდუ სილვამ გამოიჩინა. პირველი ტაიმი „სიტიმ“ მოიგო, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე კი, 6-წუთიან მონაკვეთში „ალ-ჰილალმა“ თამაში შემოატრიალა: ანგარიში ჯერ მარკოს ლეონარდომ გაათანაბრა, შემდეგ კი მალკომმა სიმონე ინძაგის გუნდი დააწინაურა.

55-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა „ქალაქელების“ მეორე გოლი გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც მაყურებელმა კიდევ სამი გოლი იხილა. 94-ე წუთზე კალიდუ კულიბალიმ რუბენ ნევეშის პასით ისარგებლა და „ალ-ჰილალი“ ისევ დააწინაურა. 104-ე წუთზე ფილ ფოდენმა ანგარიში 3:3 გახადა, თუმცა 112-ე წუთზე მარკოს ლეონარდომ დუბლი გაიფორმა და გუარდიოლას გუნდი ასპარეზობას გამოთიშა.

მეოთხედფინალში „ალ-ჰილალის“ მეტოქე ბრაზილიური „ფლუმინენსე“ იქნება, რომელმაც ასევე გუშინ სენსაციურად „ინტერს“ მოუგო (2:0).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია“ - კეინი პსჟ-სთან მატჩზე
„ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია“ - კეინი პსჟ-სთან მატჩზე