ვლაჰოვიჩმა ალ-ჰილალს უარი უთხრა, თუმცა იუვენტუსს მისი გაყიდვა სურს
დუშან ვლაჰოვიჩმა საუდის არაბეთში წასვლა არ მოინდომა.
როგორც TuttoMercatoWeb-ი წერს, „ალ-ჰილალი“ „იუვენტუსის“ თავდამსხმელს წელიწადში 20 მილიონ ევროსა და 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა, თუმცა მან უარი თქვა.
ამასთან, გამოცემა იუწყება, რომ ტურინელებს სერბ ფეხბურთელთან დამშვიდობება სურთ. დუშანი კონტრაქტს გახანგძლივებას აღარ აპირებს, რომელიც 2026 წლამდეა მოქმედი, თუმცა არ წასვლა უნდა.
„ბებერ ქალბატონს“ ჯონათან დავიდის დამატება უნდა, რომელიც „ლილს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, 25 წლის ვლაჰოვიჩმა 44 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა. Transfermartkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 35 მილიონი ევროა.