დუშან ვლაჰოვიჩი, ფენერბაჰჩე
Aa
Aa

ფენერბაჰჩეს ვლაჰოვიჩის ყიდვა სურს

„ფენერბაჰჩე“ დუშან ვლაჰოვიჩის ყიდვას აპირებს. ამის შესახებ Sabah-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, რომ „იუვენტუსის“ სერბ ფორვარდში 30 მილიონი გადაიხადოს. ამისთვის თურქები მზად არიან, იუსეფ ენ ნესირი არაბულ კლუბს 30 მილიონ ევროდ გაყიდოს.

ვლაჰოვიჩს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს. მისი ყოველწლიური ხელფასი 12 მილიონი ევროა. ის „ბებერ ქალბატონის“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, 25 წლის ფეხბურთელმა 38 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა. Transfermartkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 45 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას ყოფნის შემთხვევაში ინტერთან სხვაობა სამ ქულაზე მეტი იქნებოდა“ - მარადონას შვილმა ხვიჩაზე ისაუბრა
„ხვიჩას ყოფნის შემთხვევაში ინტერთან სხვაობა სამ ქულაზე მეტი იქნებოდა“ - მარადონას შვილმა ხვიჩაზე ისაუბრა