გიორგი ლორია
Aa
Aa

კვიპროსიდან დინამოში - ლორია მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა

გიორგი ლორია კარიერას თბილისის „დინამოში“ განაგრძობს. 39 წლის მეკარეს „ომონია არადიპუსთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა და მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა, რომელთანაც ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა. გიორგი ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს უკვე შეუერთდა და Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეორე წრისთვის დაიწყო მზადება, რომელიც სტარტს აგვისტოს დასაწყისში აიღებს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ლორია გასულ სეზონში „ომონია არადიპუში“ ასპარეზობდა და ამ კლუბის კაპიტანიც იყო. რამდენიმე კვირის წინ კი, მან ფარერებთან საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა და სანაკრებო კარიერა დაასრულა.

თვრამეტ ტურში დაგროვებული 29 ქულით „დინამო თბილისი“ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის მომზადებული დედაქალაქური გუნდი 2 აგვისტოს, სტუმრად „დინამო ბათუმთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ედი ჰაუს ტაქტიკას იდეალურად მოერგება“ - ნიუკასლს ზურიკოს შეძენას ურჩევენ
„ედი ჰაუს ტაქტიკას იდეალურად მოერგება“ - ნიუკასლს ზურიკოს შეძენას ურჩევენ