სრული დომინირება - რეალმა იუვენტუსი დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში მადრიდის რეალი ტურინის იუვენტუსს დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.
დაფიქსირებული ანგარიში მატჩის მიმდინარეობას არ ასახავს. მთელი შეხვედრის განმავლობაში სამეფო კლუბი დომინირებდა და უამრავ მომენტს ქმნიდა.
რომ არა ბებერი ქალბატონის კარის დარაჯის დი გრეგორიოს სუპერ მოგერიებები, ტურინული კლუბი დიდი ანგარიშით განადგურდებოდა.
მატჩში ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე გონსალო გარსიამ გაიტანა, რომელმაც ახალწვეულის ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის გამოზომილი პასი გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში დორტმუნდის ბორუსიას ან მონტერეის შეხვდება.