ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

სენტ-ეტიენი ელიტას დაემშვიდობა | ზურიკომ სეზონი 17 საგოლე მოქმედებით დაასრულა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2024-25 წლების სეზონი ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენისთვის’’ წარუმატებელი გამოვიდა, გუნდი დასკვნით ტურში „ტულუზასთან’’ 2:3 დამარცხდა, 18 გუნდს შორის მე-17 ადგილზე გავიდა, 30 ქულა დააგროვა და ფლეი-აუტის ზონაში მყოფ „რეიმსს'' 3 ქულით ჩამორჩა. „სენტ-ეტიენი'' გამარჯვების შემთხვევაშიც გავარდებოდა, რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში ბურთების შეფარდება „რეიმსს'' გაცილებით უკეთესი აქვს. მოკლედ, „სენტ-ეტიენი'' შემდეგ სეზონს ლიგა 2-ში გაატარებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა „ტულუზასთან'' 90 წუთი ითამაშა, პირველი ტაიმის მიწურულს მეკარემ მაგარი ბურთი აუღო, 63-ე წუთზე საგოლე პასი შეასრულა და ბატუბინსიკამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 70-ე წუთზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან კამათის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. 

დავითაშვილის გამორჩეული მომენტები

ზურიკო დავითაშვილისთვის ლიგა 1-ის 2024-25 წლების სეზონი პირადი პროდუქტიულობიდან გამომდინარე წარმატებული იყო. მისი გუნდი გავარდა, თუმცა სადებიუტო სეზონში ლიგა 1-ის 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა, რაც 17 საგოლე მოქმედებაა.

უდიდესი ალბათობით ზურიკო ლიგა 2-ის გუნდში არ დარჩება, სავარაუდოდ საფრანგეთის ლიგა 1-ის ან ტოპ 5 ლიგის სხვა ჩემპიონატში ვიხილავთ.

დავითაშვილმა გოლები „ოსერს’’ (3), „ანჟეს’’ (2), პსჟ-ს, „ლილს’’, „სტრასბურგსა’’ და „მონაკოს’’ გაუტანა. საგოლე პასები „ლილთან’’, „ნანტთან’’, „ანჟესთან’’ (2), „მონპელიესთან’’, პსჟ-სთან და „ბრესტთან’’ შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 აუცილებელი ცვლილება ნაკრებში! + უცნობი ტალანტი #1 | კონტრ-შეტევა
2 აუცილებელი ცვლილება ნაკრებში! + უცნობი ტალანტი #1 | კონტრ-შეტევა