ალექსანდრე კალანდაძე
Aa
Aa

ოფიციალურად | ალექსანდრე კალანდაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს

თბილისის „დინამოს“ 24 წლის მცველი, ალექსანდრე კალანდაძე კარიერას პოლონეთში, პლოცკის „ვისლაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ პოლონურმა კლუბმა დაადასტურა.

ახალგაზრდა მცველი „ვისლასთან“ 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა მხარეებს შეთანხმების 1 ერთი წლით გახანაგრძლივების შესაძლებლობაც ექნებათ.

კალანდაძე „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, სხვადასხვა დროს მას უნგრულ „დიოშგიორსა“ და „ფეჰერვარში“ უთამაშია. აქვე გეტყვით, რომ ალექსანდრეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

აქვე გეტყვით, რომ განვლილი სეზონი „ვისლამ“ პირველი ლიგის სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე დაასრულა და უმაღლეს დივიზიონში აღზევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანური კლუბის რადარებზეა | გიორგი გაგუას მალაგა აკვირდება
ესპანური კლუბის რადარებზეა | გიორგი გაგუას მალაგა აკვირდება