გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

გიორგი მიქაუტაძე მთავარი სამიზნეა | რომა გააქტიურდა

„რომა“ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და უკვე რამდენიმე დღეა „ჯალოროსის“ გიორგი მიქაუტაძეს უკავშირებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით Corriere dello Sport-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა და ბოლო ცნობები მოგვაწოდა.

„რომას“ სპორტული დირექტორია ფრედერიკ მასარა, რომელიც 2024/25 წლებში „რენში“ მუშაობდა და მიქაუტაძეს კარგად იცნობს. მასარა ქართველი ფეხბურთელის გადაბირების პერსპექტივით მოხიბლულია და თვლის, რომ ჯანპიერო გასპერინი მას სათანადოდ გამოიყენებს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 20-23 მილიონი ევროა, „რომას“ კონკურენტი კი „სანდერლენდია“. იტალიური გამოცემა იუწყება, რომ „ჯალოროსისთვის“ 24 წლის თავდამსხმელი პრიორიტეტია და კლუბის სატრანსფერო სიის სათავეში იმყოფება.

ცნობისთვის, მიქაუტაძეს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 22 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ESPN: მამუკელაშვილი NBA-ში დარჩა, ცნობილია მისი ახალი გუნდი
ESPN: მამუკელაშვილი NBA-ში დარჩა, ცნობილია მისი ახალი გუნდი