ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ყველაზე სერიოზული გამოცდა“ | მახაჩევი ამბობს, რომ ილია ცარუკიანს გაურბის

UFC-ის მებრძოლმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. მახაჩევს მსუბუქ წონით დივიზიონში შექმნილ მდგომარეობაზე ჰკითხეს და ისლამის აზრით, „ელ მატადორი“ არმან ცარუკიანთან ჩხუბს გაურბის.

„საიდუმლო არაა, რომ თოფურია ცარუკიანს გაურბის. ინტერნეტში ვნახე კომენტარები, რომლებშიც ილია ამბობს, რომ ურჩევნია, კარიერა დაასრულოს, ვიდრე არმანთან იჩხუბოს. ვფიქრობ, ცარუკიანმა მას სათანადო პასუხი გასცა და არმანი ჩემპიონისთვის ყველაზე სერიოზული გამოცდაა.“

შეგახსენებთ, რომ თოფურიას მომდევნო ჩხუბის თარიღი და მეტოქე უცნობია. ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად ჯასტინ გეიჯიზე იწერება, თუმცა UFC-ის ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. არმანმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, კიდევ ერთი ორთაბრძოლა გამართოს და ტიტულზე ამის შემდეგ იჩხუბოს.

რაც შეეხება მახაჩევს, ისლამმა მსუბუქი წონითი დივიზიონი დატოვა და ქვესაშუალოში ავიდა. მახაჩევი მომდევნო ორთაბრძოლას ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ გამართავს და საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთელი გუნდით ვამაყობ! რწმენა არასდროს შეგვიწყვიტავს“ - შენგელია საფრანგეთთან გამარჯვებაზე
„მთელი გუნდით ვამაყობ! რწმენა არასდროს შეგვიწყვიტავს“ - შენგელია საფრანგეთთან გამარჯვებაზე