„ეს ჩემი მიზანია“ - ჯონსის თქმით, თეთრ სახლში ჩხუბისთვის ემზადება
2 წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე ჩხუბის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.
„პენსიაზე არ გავსულვარ. კვირაში 5 დღე აქტიურად ვვარჯიშობ. ვემზადები თეთრ სახლში UFC-ს ტურნირისთვის. ეს ჩემი მიზანია, თუმცა ყველაფერს ხელმძღვანელობა წყვეტს“, - თქვა „ბოუნსმა“.
შეგახსენებთ, რომ UFC-ის ისტორიული ტურნირი, რომლის გამართვასაც დენა უაითი მომავალი წლის ზაფხულში თეთრი სახლის ეზოში გეგმავს, ოფიციალურ კალენდარში ოფიციალურად შევა.
ლიგის პრეზიდენტის განცხადებით, დამოუკიდებლობის დღისთვის დაგეგმილი ღონისძიება უკვე შეთანხმებულია და 2026 წლის 4 ივლისს გაიმართება.
რაც შეეხება ჯონსს, მან ივნისში კარიერა დაასრულა, რის შემდეგაც მძიმე წონაში ჩემპიონი ბრიტანელი ასპინალი გახდა.
„ბოუნსმა“ კარიერაში არაერთი საოცარი შედეგი დააფიქსირა, მათ შორის: ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი UFC-ის ისტორიაში, ორი დივიზიონის ტიტული, ზედიზედ 20 გამარჯვება, 16 გამარჯვება სატიტულო ბრძოლაში და ნული ნოკდაუნი კარიერაში.