„შენ ნამდვილი ნაგავი ხარ“ - ვოლკანოვსკიმ კოვინგტონს შეუტია
ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ კოლბი კოვინგტონის შესახებ ისაუბრა და მის მიმართ დამოკიდებულებასაც გაუსვა ხაზი.
„ერთი მებრძოლი, რომელსაც ვერ ვიტან? კოლბი კოვინგტონი. ამაზე ფიქრი არც მჭირდება. კოლბი, შენ ნაგავი ხარ. გამოწვევას გიგდებ - სცადე რამე მითხრა პირდაპირ თვალებში, იმიტომ რომ დიდი სიამოვნებით გაგარტყამდი სილას. შენ უბრალოდ ნაგავი ხარ.
ჩვენს სპორტში საკმარისად არის ნეგატივიც და სიბინძურეც, მაგრამ ძირითადად ეს მოდის იმ ადამიანებისგან, ვისაც სპორტთან საერთოდ არ აქვს საქმე. რეალურად, მებრძოლების უმეტესობა ყველაზე დისციპლინირებული და მოწესრიგებული ხალხია, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ.
მაგრამ ხანდახან ჩნდებიან ისეთი იდიოტები, როგორიც კოლბია, რომლებიც ყველაფერს გადამეტებულად აკეთებენ. მისი ზოგიერთი განცხადება საზღვარს სცდება. ერთი რამეა ბრძოლას ნაკლები ყურადღება მიაქციო, და სულ სხვაა - იყო ნაგავი. და ის ზუსტად ასეთია“.
– თქვა UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ.
გეტყვით ასევე, რომ „ვოლკმა“ ბოლოს 13 აპრილს, UFC 314-ზე იჩხუბა, ბრაზილიელი დიეგო ლოპესი დაამარცხა და ვაკანტურ ქამარს დაეუფლა.