ხამზატ ჩიმაევი, ნასურდინ იმავოვი
Aa
Aa

„ვინც MMA-ში ერკვევა, ამას აღიარებს“ - იმავოვმა ჩიმაევზე ისაუბრა

დღეს, UFC Paris-ის ფარგლებში უამრავი საინტერესო ორთაბრძოლა შედგება, მთავარი დაპირისპირება კი, საშუალო წონით დივიზიონში ნასურდინ იმავოვსა და კაიო ბორალიოს შორის უნდა გაიმართოს. იმ შემთხვევაში თუ იმავოვი გაიმარჯვებს, დიდი ალბათობით საჩემპიონო ჩხუბსაც მიიღებს და მისი მომდევნო მეტოქე ხამზატ ჩიმაევი იქნება. სწორედ ამიტომ, ბრძოლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მას დაუმარცხებელი ჩეჩენის ბოლო მოგებასა და ქამრის მოპოვებაზე დაუსვეს შეკითხვა, რასაც ნასურდინმა ასეთი პასუხი გასცა:

„ხამზატის გამარჯვებას ნამდვილად ველოდი, მაგრამ ხუთი რაუნდის განმავლობაში ასეთ დომინაციას - არა. იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც MMA-ს შესახებ ბევრი არაფერი იციან, შესაძლოა ეს ჩხუბი მოსაწყენი ყოფილიყო. თუმცა, პირადად ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, რომელიც შერეული ორთაბრძოლების ყველანაირ ტექნიკურ ნიუანსს კარგად ფლობს და იყენებს, შთამბეჭდავი სანახავი იყო, თუ როგორ გაატარა ისეთმა უმაღლესი დონის მებრძოლმა, როგორიც დრიკუს დუ პლესია, ოცდახუთიდან ოცდაორი წუთი მიწაზე“.

შეგახსენებთ, რომ ნასურდინ იმავოვმა ბოლო ბრძოლა რამდენიმე თვის წინ გამართა, როდესაც ისრაელ ადესანია ნოკაუტში გაგზავნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ბრძოლა არასდროს გაიმართება“ - მახაჩევის მენეჯერმა ჩიმაევი გამორიცხა
„ეს ბრძოლა არასდროს გაიმართება“ - მახაჩევის მენეჯერმა ჩიმაევი გამორიცხა