რაფაელ ნადალი, კარლოს ალკარასი, იანიკ სინერი
Aa
Aa

„ალკარასი სულ სხვა დონეზეა“ - ნადალი US Open-ის ფინალამდე

ლეგენდარული ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის მოსაზრება სპორტის ამ სახეობასთან დაკავშირებულ ამბებზე ყოველთვის უზომოდ საინტერესოა. რა თქმა უნდა, თავისი თანამემამულის კარლოს ალკარასის შეფასების დროს რაფა გარკვეული დოზით მუდამ სუბიექტურია, თუმცა MARCA-სთვის მიცემულ ინტერვიუში, კარლოსსა და იანიკს შორის გასამართი მორიგი ფინალის წინ, რომელიც ამჯერად ამერიკის ღია პირველობაზე უნდა შედგეს, ნადალმა მაინც საინტერესოდ ისაუბრა.

რაფაელ ნადალი

სინერის ფორჰენდის განეიტრალება უბრალოდ შეუძლებელია - ბურთს სწრაფად ხვდება და დაცვიდან შეტევაზე მყისიერად გადადის. რაც შეეხება ალკარასს, მას საოცარი სათამაშო მაგია აქვს და უფრო მეტად არაპროგნოზირებადია. ის ისეთ დონეზე ასპარეზობს, როგორიც იანიკს ჯერჯერობით არ უჩვენებია. თუმცა, კარლოსი ხშირადაც ცდება - მას შეუძლია ერთ დღეს გენიალური ჩოგბურთი ითამაშოს, ხოლო მეორე დღეს მატჩი ჩააგდოს. ხანდახან რისკავს და შეცდომას უშვებს, თუმცა გულშემატკივრებისთვის სანახაობას დგამს. რა არის კარლოსის მთავარი ნაკლი? ხშირად მაშინ მიდის ვა-ბანკზე, როდესაც ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ იანიკ სინერსა და კარლოს ალკარასს შორის ამერიკის ღია პირველობის ფინალური მატჩი 7 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება რაფაელ ნადალს, მას US Open-ის გათამაშება კარიერის მანძილზე ოთხჯერ, 2010, 2013, 2017 და 2019 წლებში აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაბაძე, სტრიპტიზ-ჩოგბურთი და სიბნელის შიში - საინტერესო ფაქტები რაფა ნადალზე
ლაბაძე, სტრიპტიზ-ჩოგბურთი და სიბნელის შიში - საინტერესო ფაქტები რაფა ნადალზე