კარლოს ალკარასი, იანიკ სინერი
Aa
Aa

ზედიზედ მესამედ - ტიტულს ისევ ალკარასი და სინერი გაითამაშებენ

ამერიკის ღია პირველობის ორივე ფინალისტი ცნობილია - ისევე როგორც როლან გაროსისას და უიმბლდონის შემთხვევაში მოხდა, ამჯერადაც ტიტულისთვის იანიკ სინერი და კარლოს ალკარასი დაუპირისპირდებიან. სტატისტიკოსებმა არ დაიზარეს, დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთი წლის განმავლობაში ოთხივე დიდი სლემის ტურნირზე ფინალში რეიტინგის პირველი და მეორე ნომრები ხვდებიან. როგორც უკვე მოგახსენეთ, საფრანგეთსა და ლონდონში ჯილდოსთვის სინერი და ალკარასი იბრძოდნენ, მელბურნში კი იტალიელს ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწია და იმ მომენტისთვის სწორედ ის გახლდათ მეორე ნომერი.

იანიკმა და კარლოსმა უკვე ზედიზედ მესამე დიდი სლემის ფინალში უნდა გაარკვიონ საუკეთესო და ანალოგიურსა და ამაზე უფრო უკეთეს შემთხვევას უკანასკნელად ადგილი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რაფაელ ნადალს შორის ჰქონდა, რომლებიც 2011 წლის უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობასა და 2012 წლის ავსტრალიის ღია პირველობასა და როლან გაროსზე ფინალისტობას არავის უთმობდნენ. მთლიანად ჩოგბურთის ისტორიაში კი დიდი სლემის ზედიზედ სამ გადამწყვეტ მატჩში ურთიერთობების გარკვევა შორეულ 1961 და 1964 წლებში როი ემერსონს ჯერ ფრედ სტოლთან მოუწია, ხოლო შემდეგ როდ ლეივერთან.

შეგახსენებთ, რომ იანიკ სინერმა წლევანდელი US Open-ის ნახევარფინალში კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი ოთხ სეტში, 6:1, 3:6, 6:3, 6:4 დაამარცხა, ხოლო კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩს სამ სეტში 6:4, 7:6, 6:2 აჯობა. იტალიელი და ესპანელი ჩოგბურთელების ურთიერთშეხვედრებში ალკარასი 9:5-ს იგებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - როჯერ ფედერერი მეშვიდე მილიარდერი სპორტსმენი გახდა
ოფიციალურად - როჯერ ფედერერი მეშვიდე მილიარდერი სპორტსმენი გახდა