კარლოს ალკარასი, იანიკ სინერი
Aa
Aa

სინერი დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა - ალკარასის მე-6 დიდი სლემი

ამერიკის ღია პირველობის 2025 წლის გათამაშება კარლოს ალკარასის გამარჯვებით დასრულდა. 22 წლის ესპანელმა გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელი იანიკ სინერი ოთხ სეტში, 6:2, 3:6, 6:1, 6:4 დაამარცხა. კარლოსმა კარიერაში რიგით მეექვსე დიდი სლემი მოიგო და გახდა ლეგენდარული ბიორნ ბორგის შემდეგ რიგით მეორე ჩოგბურთელი ისტორიაში, რომელსაც ასეთ ასაკში ამდენი დიდი მუზარადის ტურნირი აქვს მოგებული.

შეხვედრა 2 საათსა და 42 წუთს გაგრძელდა, რომლის მანძილზეც ალკარასმა 10 ეისი შეასრულა, არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია და 11-დან 5 ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო. რაც შეეხება სინერს, მის ანგარიშზე 2 ეისი, 4 ორმაგი შეცდომა და მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტია. US Open-ის მოგებით ესპანელმა 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რითაც მისმა კარიერულმა შემოსავალმა 53.5 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ მხრივ კარლოსი მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩს, რაფაელ ნადალს, როჯერ ფედერერს, ენდი მარეისა და ალექსანდრ ზვერევს ჩამორჩება.

რაც ყველაზე მთავარია, ამ გამარჯვებით ზუსტად ორწლიანი პაუზის შემდეგ, კარლოს ალკარასმა ATP-ის რეიტინგში ლიდერობა დაიბრუნა - ამ პოზიციას უკანასკნელი 65 კვირის განმავლობაში სწორედ იანიკ სინერი იკავებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ: საბალენკა US Open-ის გამარჯვებულია
ზედიზედ მეორედ: საბალენკა US Open-ის გამარჯვებულია