სერენა უილიამსი
Aa
Aa

ასტურიის პრინცესას პრემია - სერენას მორიგი აღიარება

კარიერის დასრულების შემდეგ, ლეგენდარული ჩოგბურთელი სერენა უილიამსი მედიისა და საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება და ძირითადად საოჯახო საქმეებითა და საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული. ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტი მარია შარაპოვა ჩოგბურთის დიდების დარბაზის წევრად წარადგინა, ახლა კი ესპანეთის ქალაქ ოვიედოში იყო ჩასული და მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ სერენა უილიამსი ასტურიის პრინცესის პრემიის მფლობელი გახდა და ჯილდო საგანგებოდ გადაეცა. ეს პრემია 1981 წელს დაწესდა და მას შემდეგ ყოველწლიურად სხვადასხვა მფლობელი ჰყავს. უილიამსი ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ მეოთხე ჩოგბურთელია, რომელმაც მსგავსი აღიარება მოიპოვა. ესპანეთის ამ რეგიონის პრინცესას რჩეული სერენამდე მარტინა ნავრატილოვა, არანტე სანჩეს-ვიკარიო, შტეფი გრაფი და რაფაელ ნადალი გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსს კარიერის განმავლობაში შვიდჯერ ავსტრალიის ღია პირველობა (2003, 2005, 2007, 2009, 2010, 2015, 2017), სამჯერ როლან გაროსი (2002, 2013, 2015), შვიდჯერ უიმბლდონი (2002, 2003, 2009, 2010, 2012, 2015, 2016) და ექვსჯერ მშობლიური ამერიკის ღია პირველობა (1999, 2002, 2008, 2012, 2013, 2014) აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი წასვლის დრო დადგა“ - ყოფილი ჩოგბურთელი ჯოკოვიჩზე
„მისი წასვლის დრო დადგა“ - ყოფილი ჩოგბურთელი ჯოკოვიჩზე