კარლოს ალკარასი
Aa
Aa

43-ე კვირა ლიდერის ამპლუაში - ალკარასის შთამბეჭდავი 2025

თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ 2025 წელი კარლოს ალკარასის კარიერაში საუკეთესოა - მან ოთხიდან ორ დიდი სლემის ტურნირზე გაიმარჯვა და იანიკ სინერს ATP-ის რეიტინგში 65-კვირიანი ლიდერობა ჩამოართვა. საერთო ჯამში პირველ ადგილზე ყოფნა ესპანელს უკვე 43-ე კვირაა უწევს, რითაც უკან სულ ახლახანს ილიე ნასტასე (40), ენდი მარეი (41) და გუსტავო კუერტენი (42) ჩამოიტოვა.

რეიტინგი და ალკარასის თემა ამით არ სრულდება - 2022 წელს, ამერიკის ღია პირველობის პირველად მოგების შემდეგ, როდესაც ის ATP-ის სათავეში ჩაუდგა, ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა.

კარლოსის მიღწევები იმდენად ბევრი და ამოუწურავია, მასზე საუბარი შორს წაგვიყვანს. უბრალოდ გეტყვით, რომ ის ისტორიაში რიგით მეოთხე ჩოგბურთელია, რომელმაც თითოეული საფარის დიდი მუზარადის ტურნირი მინიმუმ ორჯერ მოიგო. ახალგაზრდა ესპანელის ანგარიშზე როლან გაროსზე (თიხა), უიმბლდონსა (ბალახი) და ამერიკის ღია პირველობაზე (ჰარდი) ორ-ორი ტიტულია, რითაც მატს ვილანდერის (3-თიხაზე, 2-ბალახზე, 2-ჰარდზე), რაფაელ ნადალისა (14-თიხაზე, 6-ჰარდზე, 2-ბალახზე) და ნოვაკ ჯოკოვიჩის (3-თიხაზე, 14-ჰარდზე, 7-ბალახზე) კამპანიას შეუერთდა.

ცნობისათვის, კარლოს ალკარასის ანგარიშზე უკვე ექვსი დიდი სლემის ტიტულია, რითაც ბორის ბეკერსა და სტეფან ედბერგს გაუთანაბრდა. მასზე ახალგაზრდულ ასაკში კი დიდ მუზარადებზე ექვსი ჩემპიონობა ჩოგბურთის ისტორიაში მხოლოდ ბიორნ ბორგს (22 წლის, 32 დღის) ჰქონდა მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სინერი ექვსი მეფის ტურნირის გამარჯვებულია - ფინალში ალკარასს მოუგო
სინერი ექვსი მეფის ტურნირის გამარჯვებულია - ფინალში ალკარასს მოუგო