„მისი წასვლის დრო დადგა“ - ყოფილი ჩოგბურთელი ჯოკოვიჩზე
კარლოს ალკარასისა და იანიკ სინერის ბოლოდროინდელი საოცარი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩრდილში მოექცა და როგორც დიდი სლემის ტურნირების, ასევე ხანდახან პრესტიჟული მასტერსების ფინალში გასვლაც უჭირს. სწორედ ლეგენდარულ სერბს მიუძღვნა თავისი პოდკასტის ბოლო გამოშვება წარსულში ცნობილმა ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა რენე სტაბსმა, რომელმაც ნოლეს კარიერის დასრულებისკენ მოუწოდა:
„ვფიქრობ, ნოვაკს უკვე რესურსი აღარ ჰყოფნის ძალიან ბევრი მეტოქის წინააღმდეგ სათამაშოდ და დადებითი შედეგის მისაღწევად. ის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა, შესაძლოა ერთი, ორი წელიწადიც, რომ სათანადო ენერგიით ვეღარ ასპარეზობს.
იმედია ვცდები და სიმართლე გითხრათ, მსურს ნოლე კორტზე რაც უფრო დიდხანს ვიხილო, მაგრამ ასეთ პირობებში, როდესაც მოწოდებაც ისეთი ვეღარ აქვს. მისი მხრიდან ავსტრალიის ღია პირველობის, როლან გაროსისა და უიმბლდონის ფინალში გასვლა წარმოუდგენელია. ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ის დღემდე რჩება ჩოგბურთში“.
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ბოლო იმედგაცრუება რამდენიმე კვირის წინ, შანხაიში გამართული მასტერსი იყო, სადაც ნახევარფინალში მსოფლიოს 204-ე ჩოგანთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.