ალექსანდრ ზვერევი, ბორის ბეკერი
Aa
Aa

„ყურადღების მიქცევა ჩემს ხარჯზე გადაწყვიტა“ - ზვერევმა ბეკერს უპასუხა

„კარლოს ალკარასი და იანიკ სინერი იმდენად მაღალ დონეზე ასპარეზობენ, რომ არამხოლოდ ამ დუეტსა და დანარჩენ ჩოგბურთელებს შორის, არამედ მესამეადგილოსან ალექსანდრ ზვერევთანაც კი უზარმაზარი უფსკრულია. მე მასზე ძალიან ვნერვიულობ, რადგან გერმანიის სახელით გამოდის“ - ასეთი განცხადება ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა ბორის ბეკერმა რამდენიმე კვირის წინ გააკეთა და მას ზვერევმა მხოლოდ ახლა უპასუხა, რომელსაც საკმაოდ კრიტიკული კომენტარი გამოუვიდა.

ალექსანდრ ზვერევი

არ მგონია ბორის ბეკერი ჩემზე განსაკუთრებით ღელავდეს. უბრალოდ ყურადღების მიქცევას ცდილობს და ამის გაკეთება რატომღაც ჩემს ხარჯზე გადაწყვიტა, რაზეც ოდნავადაც არ ვნერვიულობ.

დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში ფორმაში შევალ და ისევ ხარისხიან ჩოგბურთს ვაჩვენებ. სულ მალე ვენასა და პარიზში გასამართი შეჯიბრებების სახით ისეთი ტურნირები იწყება, რომლებიც ძალიან მიყვარს და სადაც შარშან გავიმარჯვე. იმედია, წელსაც წარმატებებს მივაღწევ და ყველაფერი გამომივა.

ცნობისათვის, ალექსანდრ ზვერევმა 2020 წლის ამერიკის ღია პირველობის, 2024 წლის როლან გაროსისა და 2025 წლის ავსტალიის ღია პირველობის ფინალი ითამაშა, თუმცა სამივე შემთხვევაში დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სინერი ექვსი მეფის ტურნირის გამარჯვებულია - ფინალში ალკარასს მოუგო
სინერი ექვსი მეფის ტურნირის გამარჯვებულია - ფინალში ალკარასს მოუგო