“შანსები თანაბარია“ - სორგი ელ კლასიკოს წინ
ლა ლიგის მორიგ ტურში ელ კლასიკო გაიმართება. მატჩის წინ, კატალონიის ბარსელონას მთავარი მწვრთნელის ჰანსი ფლიკსი ასისტენტმა მარკუს სორგმა პრესკონფერენცია გამართა. შეგახსენებთ, რომ ფლიკი დისკვალიფიცირებულია.
სორგი:
„ამაყი ვარ, რომ ასეთ მატჩში გუნდს გავუძღვები. რთული თამაში იქნება. ვფიქრობ მნიშვნელოვანი იქნება, რომ პოზიციები ვაკონტროლოთ. ჰანსი ყოველთვის გვაკლია, სადაც ის არ არის. ის გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.
იამალი ტოპ ფეხბურთელია და ის ხვალინდელი მატჩისთვის მოტივირებულია. იმედი მაქვს, მას დიდებული მატჩი ექნება. რაფინია სამწუხაროდ არ გვეყოლება. ვეცდებით, რომ ფერან ტორესმა ითამაშოს. ამას ხვალ გადავწყვეტთ. კუნდემ დღეს ივარჯიშა და უნდა ვნახოთ როგორ იქნება ხვალ. სასტარტო შემადგენლობა ჯერ არ შეგვირჩევია.
ვფიქრობ, ასეთ მატჩებში შანსები ყოველთვის თანაბარია. მოიგებს ის, ვინც უკეთესად ითამაშებს. ეს მარტივია.. ზოგადად ყველაფერი მაშინ უფრო მარტივია, როცა მუდმივად ძირითადი შემადგენლობით შეგიძლია თამაში, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ბევრი ტრავმირებული გვყავს.“
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის სამეფო კლუბი ლა ლიგის ლიდერია და ბარსელონას 2 ქულით უსწრებს. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 26 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:15-დან დაიწყება.