ანტიკორუფციული სარჩელის ფარგლებში, ანდერსონ სილვამ UFC-სგან $10,3 მილიონი მიიღო
ანდერსონ სილვამ, რომელიც UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, UFC-ს წინააღმდეგ ანტიკორუფციული სარჩელის ფარგლებში, $10,3 მილიონი მიიღო.
პრომოუშენის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი 2014 წელს შეიტანეს. მებრძოლების მტკიცებით, UFC იყენებდა უკანონო მეთოდებს, რათა MMA ბაზარზე მონოპოლიით ბოროტად ემოქმედა. ამის გამო, მებრძოლები იძულებით თანხმდებოდნენ არახელსაყრელ პირობებს.
2014 წლის შემდეგ. ამ სარჩელს ორგანიზაციის 1200-ზე მეტი მებრძოლი შეუერთდა. 2024 წლის მარტში, UFC $335 მილიონის გადახდას დათანხმდა, მაგრამ სასამართლომ ეს თანხა არასაკმარისად მიიჩნია, გასული წლის სექტემბერში კომპენსაციის ოდენობა 375 მილიონამდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მებრძოლი საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს 2457 დღის განმავლობაში ფლობდა, რაც დღემდე საუკეთესო მაჩვენებელია.
„ობობამ“ ტიტული 10-ჯერ დაიცვა და ამ კატეგორიაში (UFC იგულისხმება) მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთ მებრძოლს - დემეტრიუს ჯონსონს აქვს.
ბოლო ჩხუბი სილვას 2020 წლის შემოდგომაზე ჰქონდა და იურაია ჰოლისთან წააგო.