ცარუკიანის მომდევნო მეტოქე ჰუკერი იქნება | Red Corner MMA
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლის, არმან ცარუკიანის მომდევნო მეტოქე დენ ჰუკერი იქნება, რომელიც დივიზიონის რეიტინგის მეხუთე ნომერია.
Red Corner MMA-ს ინფორმაციით, მათი ორთაბრძოლა კატარში, 22 ნოემბერს გაიმართება.
ავსტრალიელი ჰუკერი 35 წლისაა და UFC-ში მისი დებიუტი 2014 წელს შედგა. მას ისეთ მებრძოლებთან უჩხუბია, როგორებიც არიან ისლამ მახაჩევი, მაიკლ ჩენდლერი და დასტინ პორიე.
შეგახსენებთ, რომ დენმა ბოლოს გასული წლის აგვისტოში იჩხუბა და მატეუშ გამროტი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. თებერვალში მან ხელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია გადაიტანა.
რაც შეეხება ცარუკიანს, მას მიმდინარე წლის იანვარში ისლამ მახაჩევთან უნდა ეჩხუბა, თუმცა სომეხი მებრძოლი ჩხუბს ტრავმის გამო ჩაეხსნა და ის რენატო მოიკანომ შეცვალა.
ცარუკიანს MMA-ში 22 მოგება და 3 მარცხი აქვს - ბოლოს მან მსაჯთა გადაწყვეტილებით ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.
გეტყვით ასევე, რომ როგორც გუშინ გახდა ცნობილი, სწორედ 22 ნოემბერს, კატარში იჩხუბებს ალექსანდრე თოფურიაც. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ყაზახ ბეკზატ ალმახანს დაუპირისპირდება.