თორნიკე შენგელია, ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

„დიდი ხანია ევროლიგას იმსახურებს“ - შენგელიამ ჯიკიჩზე ისაუბრა

მიმდინარე ევრობასკეტზე თითქმის ყოველი მატჩის დასრულების შემდეგ გასამართ პრესკონფერენციაზე, პროტოკოლის მიხედვით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი ცხადდებიან და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს პასუხობენ. ასე მოხდა ამჯერადაც, საფრანგეთთან ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ და როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თორნიკე შენგელიას ალექსანდარ ჯიკიჩის დახასიათება სთხოვა, მისგან ასეთი პასუხი მიიღო:

„მისი მოსვლით საქართველოს ნაკრებმა ბევრი დივიდენდი მიიღო. ყველაზე მეტად კი ინტენსიურ თამაშსა და დისციპლინას გამოვყოფდი. ჯიკიჩის გამუდმებული ბრძოლის სურვილი და მიღწეულზე არშეჩერება ჩვენს მენტალიტეტს ზედმიწევნით შეესაბამება. ადრეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - ჩემთვის ნამდვილ გამოცანად რჩება, რომ ასეთი დონის სპეციალისტი ევროლიგის მონაწილე კლუბში არ მუშაობს“.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ისტორიულ შედეგს მიაღწია და მეოთხედფინალში პირველად გავიდა, სადაც ფინელებს 10 სექტემბერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი სენსაცია - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის 1/4 ფინალში გავიდა
დიდი სენსაცია - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის 1/4 ფინალში გავიდა