გალინარი ნაკრებს დაემშვიდობა - იტალიელებმა ლეგენდა გააცილეს
ევრობასკეტის მერვედფინალში სლოვენიასთან (77:84) განცდილი მარცხის შემდეგ, იტალიის ეროვნულ გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. თავდაპირველად ჯანმარკო პოცეკომ განაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის თაობაზე, ხოლო 37 წლის ვეტერანმა კალათბურთელმა დანილო გალინარიმ საზოგადოებას სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ამცნო. ვეტერანმა მოთამაშემ თავის უკანასკნელ შეხვედრაში 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.
გალინარი იტალიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში 21 წლის განმავლობაში ასპარეზობდა, ხოლო მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე საშუალოდ პარკეტზე 10 წუთს ატარებდა და 5,5 ქულასთან ერთად, 2,2 მოხსნას აგროვებდა. საერთო ჯამში მან იტალიის ეროვნული გუნდის რიგებში სამ ევრობასკეტზე, 2011, 2015 და 2025 წლებში იასპარეზა და 19 მატჩი 252 ქულა, 100 მოხსნა და 30 ასისტი დააგროვა.
გარდა კონტინენტის პირველობებისა, დანილო საკალათბურთო „აძურას“ ღირსებას 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატსა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იცავდა.