ნიუ იორკ ნიქსი, კლივლენდ კავალიერსი
Aa
Aa

NBA: ნიუ იორკმა კლივლენდს მეორე შეხვედრაც მოუგო

გამთენიისას NBA-ში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე შეხვედრა გაიმართა. „ნიუ იორკმა“ საკუთარ მოედანზე „კლივლენდი“ 109:93 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 2:0 გახადა.

სტუმრებმა მხოლოდ პირველი მეოთხედის მოგება (27:24) მოიგო, რის შემდეგაც პარკეტზე სრული კონტროლი „ნიუ-იორკის” ხელში გადავიდა და მასპინძლებმა სამივე მეოთხედი მოიგეს.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 26-26 ქულა ჯოშ ჰარტსა (ნიუ იორკი) და დონოვან მიტჩელს (კლივლენდი) ჰქონდათ. 18 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა კარლ ენტონი თაუნსს.

სერიის მე-3 და მე-4 შეხვედრები ამჯერად კლივლენდში გაიმართება. მომდევნო მატჩი გუნდებს შორის 24 მაისს არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები