გიორგი აბურჯანია საუდის არაბეთის კლუბში გადავიდა
30 წლის ქართველი ნახევარმცველის, გიორგი აბურჯანიას ახალი კლუბი ცნობილია.
Da Sport Consulting-ის ცნობით, აბურჯანია საუდის არაბეთის კლუბ „ჯედაში“ გააგრძელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით, უცნობია. ცნობილია, რომ ქართველი ფეხბურთელი „ჯედას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურეთდა.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ გიორგი აბურჯანია ბოლოს პორტუგალიურ ავს-ში თამაშობდა, სხვადასხვა წლების განმავლობაში კი „ჟილ ვისენტეს“, „ანორთოსისის“, „ტვენტეს“, „ჰატაისპორის“ და სხვა ევროპული გუნდების ღირსებას იცავდა. აბურჯანიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 39 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 1 გოლის გატანაც შეძლო.
რაც შეეხება მის ახალ კლუბს, „ჯედა“ საუდის არაბეთის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს და 34 ტურის შემდეგ, 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.