ლუკა ხარატიშვილი, პარდუბიცე
Aa
Aa

ლუკა ხარატიშვილი კარიერას ჩეხურ კლუბში გააგრძელებს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილი მეკარე, ლუკა ხარატიშვილი ბათუმის „დინამოდან“ კარიერას ჩეხურ „პარდუბიცეში“ გააგრძელებს.

ბათუმური კლუბის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 22 წლის ხარატიშვილი „პარდუბიცეს“ 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, სეზონის დასრულების შემდეგ კი ჩეხურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ხარატიშვილი ბათუმის „დინამოს“ აკადემიის აღზრიდილა და ბათუმურ კლუბში ყველა ტურნირზე 36 მატჩი აქვს ჩატარებული. სხვადასხვა წლებში 22 წლის მეკარეს ქობულეთის „შუქურასა“ და „სამტრედიაშიც“ უთამაშია. ხარატიშვილმა მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება მის ახალ კლუბს, „პარდუბიცე“ ჩეხეთის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში ასპარეზობს და 7 ტურის შემდეგ 2 ქულით ბოლო, მე-16 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები