„ელ ჩორიზოსთან ჩხუბამდე ამაზე უნდა ვიმუშაო“ | პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა იუთუბის საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა. „ბედიმ“ საკუთარი თავი შეაქო და დაასახელა კომპონენტი, რომელზეც ილია თოფურიასთან ჩხუბის შემთხვევაში უნდა იმუშაოს.
„ჩემი გრეპლინგი ყოველთვის ფენომენალური იყო. როდესაც ხალხი პარტერში გადამყავს, მათ ფეხზე წამოდგომა არ გამოსდით. იგივე ხდება, რაც ხამზატ ჩიმაევისა და დრიკუს დუ პლესის ორთაბრძოლისას მოხდა. ელ ჩორიზოსთან ჩხუბის შემთხვევაში, სტრაიკინგისას მომენტის შერჩევაზე უნდა ვიმუშაო.“
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტი UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის წევრია. „ბედი“ მეშვიდე პოზიციას იკავებს და მიუხედავად ამისა, საჩემპიონო ჩხუბის მიღება სურს. ინგლისელი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ თოფურიას მასთან შანსი არ აქვს და დომინანტურად დაამარცხებს.
როგორც მოგეხსენებათ, თოფურიას მომდევნო ჩხუბის თარიღი და მეტოქე უცნობია. ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად ჯასტინ გეიჯიზე იწერება, თუმცა UFC-ის ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.