რამაზ სვანაძე, დიეგო დეისაძე
Aa
Aa

ტიპური ცხრიანია, ფიზიკურად ძალიან ძლიერი | სვანაძემ დიეგო დეისაძეზე ისაუბრა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ქუთაისში ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს. მატჩისწინა დღეს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში'' პრესკონფერენცია გამართა.

21-წლამდე ნაკრები მთავარ მწვრთნელს დებიუტანტ დიეგო დეისაძეზე ვკითხე, რომელიც პოლონური ექსტრაკლასას „ტერმალიკას'' ფორვარდია და ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაშის დიდი პოტენციალი აქვს.

რამაზ სვანაძე: „შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელია, ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ტიპური ცხრიანი. ბევრი ძალიან კარგი დადებითი თვისება აქვს.

მასთან პირადად საუბარი მქონდა. ვისურვებდი რომ რაც შეიძლება მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ძალიან კარგ ადგილზეა, პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდზე ვსაუბრობ. დარწმუნებული ვარ, რაც დრო გავა, მეტი სათამაშო დრო მიეცემა, თუმცა მე ძალიან კარგად ვიცი მისი ისტორია ბავშვობიდან მოყოლებული. ვიცი რომ სათამაშო პრაქტიკასთან დაკავშირებით დიდი წყვეტა აქვს. ამ მომენტში ეს პრობლემა აქვს, მაგრამ საერთო ჯამში თუ ინდივიდზე და პიროვნულ თვისებებზე ვისაუბრებთ, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მჯერა დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო მოუმატებს, იმ პირობით თუ თავის კლუბში სათამაშო პრაქტიკას მიიღებს''.

20 წლის ფორვარდის დებიუტი პოლონეთის უმაღლეს ლიგაში მიმდინარე სეზონში შედგა, „პოგონთან’’ მატჩში ცვლილებაზე გამოვიდა და გოლის გატანასთან ახლოს იყო (იხილეთ ვრცლად).

2024 წლის ზაფხულში დიეგოს შესახებ ვრცელი სტატია დავწერე, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ: ქართველი ზლატანი - როგორ აღმოაჩინა ჩელსის სკაუტმა უცნობი ტალანტი

შეგახსენებთ, საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის 21-წლამდე ნაკრებების დაპირისპირება ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე'' 9 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ზლატანი - როგორ აღმოაჩინა ჩელსის სკაუტმა უცნობი ტალანტი
ქართველი ზლატანი - როგორ აღმოაჩინა ჩელსის სკაუტმა უცნობი ტალანტი