გოლამდე მცირედი დააკლდა | დიეგო დეისაძის დებიუტი ექსტრაკლასაში
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-3 ტურში „ტერმალიცა’’ – „პოგონის’’ შეხვედრა 1:1 დასრულდა.
პოლონეთის უმაღლეს ლიგაში დიეგო დეისაძის დებიუტი შედგა, „ტერმალიცას’’ მთავარმა მწვრთნელმა მარჩინ ბროშმა 20 წლის ფორვარდი თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო, დიეგო ერთ მომენტში გოლის გატანასთან ახლოს იყო, მეკარესთან ორთაბრძოლისას ბურთზე ითამაშა, თუმცა ვერ შეაგდო.
1,93 მ. სიმაღლის ცენტრფორვარდის თამაშში კარგი ფიზიკური მომზადების, ტექნიკისა და სისწრაფის სინთეზი აშკარაა. ეს ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა, თუმცა საუკეთესო თვისებების კიდევ უფრო კარგად წარმოსაჩენად მეტი სათამაშო დროა საჭირო. ვნახოთ, რამდენად ხშირად ვიხილავთ მოედანზე და რამდენად კარგად წარმოაჩენს საუკეთესო თვისებებს. კარგი თამაშის შემთხვევაში არ არის გამორიცხული სექტემბერში რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მიიწვიოს. დიეგო საქართველოს მოქალაქეა და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში არასდროს მიუწვევიათ.
დიეგო დეისაძის გამორჩეული მომენტები „კორონას'' წინააღმდეგ
დიეგო „ტერმალიცაში'' 2024 წლის გაზაფხულიდან ირიცხება, რანგით მეორე ლიგაში ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გასულ სეზონში „ტერმალიცა'' ექსტრაკლასაში აღზევდა და კარგია რომ უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილებას იღებს.
სამ ტურში „ტერმალიცამ'' 4 ქულა დააგროვა: 1 მოგება, 1 მარცხი, 1 ფრე. მე-4 ტურში, 8 აგვისტოს „გურნიკს'' ესტუმრება.