უდინეზე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„გოგლიჩიძე კარიერას უდინეზეში გააგრძელებს“ - ჯანლუკა დი მარციო

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.

მისი ინფორმაციით, „ემპოლი“ საბას სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს. ქართველი მცველი „უდინეზესთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2030 წლამდე იქნება გათვლილი.

ცნობისთვის, გოგლიჩიძე „ემპოლიში“ 2024 წლის იანვარში ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა და გასულ სეზონში ტოსკანური კლუბის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა.

იტალიური პრესა გოგლიჩიძის სახელს არაერთ კლუბს უკავშირებდა, იყო საუბარი „სასუოლოს“ და „კალიარის“ ინტერესზე, თუმცა, დი მარციოს ცნობით, ქართველი მცველი კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს.

აქვე გეტყვით, რომ „უდინეზემ“ გასული სეზონი სერია ა-ს მე-12 ადგილზე დაასრულა. 2024 წლიდან გუნდს 54 წლის გერმანელი სპეციალისტი კოსტა რუნიაიჩი წვრთნის. 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რეალსა და სხვა გუნდებს სურთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2 წელიწადში ერთხელ გაიმართოს
რეალსა და სხვა გუნდებს სურთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2 წელიწადში ერთხელ გაიმართოს