ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

„არ გავჩუმდები, ინფანტინო სიბინძურეს მალავს“ – FIFA-ს პრეზიდენტს დაუპირისპირდნენ

პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციასა და მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს შორის იდეალური ურთიერთობა არასოდეს ყოფილა, თუმცა FIFA-ს მიერ მოთამაშეებისთვის საკმაოდ არახელსაყრელ დროს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი ფორმატით ჩატარებამ ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. დიდი ხმაური და რეზონანსი გამოიწვია FIFPro-ს პრეზიდენტის სერხიო მარკის განცხადებამ, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა:

„ჩვენი ორგანიზაციისთვის ამჟამად ყველაზე დიდ დაბრკოლებას FIFA-ს ავტოკრატიული მმართველობა წარმოადგენს. ინფანტინო თავის სამყაროში ცხოვრობს და ერთადერთი, რასაც მისთვის მნიშვნელობა აქვს, ეს მატჩებზე მაღალი დასწრებაა, რაც მის ორგანიზაციას დიდ ფულს მოუტანს. ის საერთოდ არ უსმენს ფეხბურთელებს და არ ინტერესდება, რა სჭირდება მათ. მე კი გულხელდაკრეფილი ჯდომასა და ამ ყველაფრის მშვიდად ყურებას არ ვაპირებ.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც გაჩუმებას მირჩევენ, მაგრამ მე ჩემი შეხედულებისამებრ ვიმოქმედებ და არც ძალაუფლების დაკარგვის არ მეშინია. ინფანტინოს დებატებში დავუჯდები ნებისმიერ ჟურნალისტთან, ნებისმიერ ფორმატში კამერების წინ, რათა მაყურებელმა ორივე მხარის პოზიცია მოისმინოს. მერწმუნეთ ის, რასაც FIFA-ს ხელმძღვანელი ლაპარაკობს, გაფილტრული რეალობაა და მის მიღმა დიდი სიბინძურე იმალება.

ცნობისათვის, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელს ყველაზე ბევრი ოპონენტი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ზაფხულში ჩატარების შემდეგ გამოუჩნდა, რადგან უმრავლესობა თვლის, რომ ფეხბურთელთა გადაღლის გამო, მომდევნო სეზონში ტრავმიანობის რიცხვი მოიმატებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კლუბები კმაყოფილები არიან“ - ინფანტინო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე
„კლუბები კმაყოფილები არიან“ - ინფანტინო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე