ლევერკუზენის მთავარი მწვრთნელი კასპერ ჰიულმანი გახდა
„ლევერკუზენმა“ ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელი იპოვა. გერმანული კლუბის განცხადებით, მთავარ მწვრთნელად კასპერ ჰიულმანი დაინიშნა.
53 წლის დანიელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაფორმდა. ბოლოს ის საკუთარი ქვეყნის ნაკრებს ავარჯიშებდა.
მანამდე მედიაში იწერებოდა, რომ „ლევერკუზენი“ ახალი თავკაცის პოსტზე რაულ გონსალესის, ედინ ტერჩეზისა და მარკო როზეს კანდიდატურები განიხილებოდა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კლუბის შეთავაზებას ჩავი არ დათანხმდა.
„ლევერკუზენმა“ ერიკ ტენ ჰაგი ცოტა ხნის წინ დაითხოვა. მიზეზი სეზონის ცუდი დასაწყისი გახდა.
საინტერესოა, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტის გაშვება რეკორდულ დროში მოხდა. ერიკი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი მთავარი მწვრთნელია, რომელმაც გუნდი ზაფხულში ჩაიბარა და ორი ტურის შემდეგ, პოსტი დაატოვებინეს.
ამ მომენტისთვის „ლევერკუზენი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 2 ტურის შემდეგ, მე-12 ადგილს იკავებს. გუნდის ანგარიშზე 1 ქულაა.