ლუჩანო სპალეტი, ჯენარო გატუზო
Aa
Aa

„გატუზოს კვარაცხელია და ოსიმენი არ ჰყავდა“ - იტალიაში სპალეტის აკრიტიკებენ

„ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის იტალიაში მკაცრად აკრიტიკებენ და „სკუადრა აძურაში“ წარუმატებელ შედეგს არ პატიობენ.

ცნობილი ჟურნალისტი, ანტონიო კორბო, რომელიც გავლენიან La Repubblica-ს წარმოადგენს, ამბობს, რომ სპალეტის ნაკრებში დანიშვნა დიდი შეცდომა იყო. კორბო „სკუადრა აურას“ ამჟამინდელ მწვრთნელზე, ჯენარო გატუზოზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ „რინოს“ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ჰყოლოდა, „სკუდეტოსაც“ მოიგებდა.

რას ამბობს ანტონიო კორბო:

„სპალეტიმ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვერაფერს მიაღწია. მისი დანიშვნა შეცდომა იყო, არსებობდა მოლოდინები, რომ შედეგი ასეთი იქნებოდა. შეუძლია თუ არა გაუზოს მისგან განსხვავებით წარმატების მიღწევა? ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, განსაკუთრებით საკლუბო დონეზე მიღწეული შედეგებით, თუმცა, როდესაც ასეთი პროფილის მწვრთნელებს ერთმანეთს ადარებ, გარკვეული ასპექტებიც არ უნდა დაივიწყო.“

„მაგალითად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გატუზოს „ნაპოლიში“ მუშაობის პერიოდში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არ ჰყავდა, სპალეტიმ კი საჩემპიონო სეზონი წარმატებულად დაიწყო. ამის მიზეზი აურელიო დე ლაურენტისი იყო, რომელმაც სატრანსფერო ფანჯარა მაქსიმალურად გამოიყენა. დე ლაურენტისმა ის გუნდი ჯუნტოლისთან ასისტენტობით შექმნა. ვნახეთ, როდესაც იმ დროისთვის ორმა საუკეთესო შესამაბამისად რომ ვერ ითამაშა, რა შედეგიც დადგა. ვფიქრობ, გატუზოს ასეთი გუნდი რომ ჰყოლოდა, დიდი მიზნებისთვის იბრძოლებდა.“

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2023 წლის 18 აგვისტოს დაინიშნა და თანამდებობიდან 2025 წლის 9 ივნისს გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, „სკუადრა აძურა“ ჯენარო გატუზომ ჩაიბარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები