გიოკერეში და არსენალი კონტრაქტზე შეთანხმდნენ | სკირა
ვიქტორ გიოკერეში და „არსენალი“ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომელიც 2030 წლამდე იქნება გათვლილი. ამის შესახებ ცნობილი სატრანსფერო ინსაიდერი, ნიკოლო სკირა წერს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ, 27 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა „სპორტინგის“ პრეზიდენტის განცხადებით და კლუბში დაბრუნება აღარ სურს.
კერძოდ, ფრედერიკუ ვარანდაშმა თქვა, რომ „სპორტინგი“ ვიქტორის 70 მილიონ ევროდ გასაყიდად მზად არ არის.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონი და პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.
მან 33 მატჩში 39 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ზე გიოკერეშის საბაზრო ღირებულება 75 მილიონი ევროა.