ბრუნო: “როდესაც ასე თამაშობ, გოლს აუცილებლად გაუშვებ“
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში დიდებული დაპირისპირება ვიხილეთ. ესპანეთი პორტუგალიის წინააღმდეგ - მატჩი, რომელიც ფურია როხამ მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელთა ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა კომენტარი გააკეთა.
ბრუნო:
„რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ. აქ ერთი მიზნით ჩამოვედით — მსოფლიო ჩემპიონატის მოგება გვინდოდა. სამწუხაროდ, ჩვენი საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ.
დღეს პირველ ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ ისევ იგივე შეცდომა დავუშვით — მეტისმეტად ღრმად დავიხიეთ უკან და ბურთის კონტროლი მეტოქეს გადავეცით.
როდესაც ასე თამაშობ, ადრე თუ გვიან გოლს აუცილებლად გაუშვებ. ვულოცავ ესპანეთს, რადგან ძალიან ხარისხიანი გუნდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაში ბოლომდე რომ შეგვენარჩუნებინა, უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო.“
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი ცვლილებაზე გამოსულა მიკელ მერინომ გაიტანა.
ცნობისთვის, ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ამერიკასა და ბელგიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.