ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

დე ლა ფუენტე: “კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ხასიათი, მოთმინება და რწმენა“

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში დიდებული დაპირისპირება ვიხილეთ. ესპანეთი პორტუგალიის წინააღმდეგ - მატჩი, რომელიც ფურია როხამ მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ კომენტარი გააკეთა.

დე ლა ფუენტე:

„ძალიან ბედნიერი ვარ ფეხბურთელების გამო. მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს ხასიათი, მოთმინება და გამარჯვების რწმენა.

პორტუგალია უმაღლესი დონის მეტოქეა. ვიცოდით, რომ ერთი ეპიზოდი გადაწყვეტდა მატჩს და ასეც მოხდა.

ჩვენს გუნდს დიდი მომავალი აქვს, მაგრამ ჯერ არაფერი მოგვიგია. ახლა მეოთხედფინალზე უნდა ვიფიქროთ.“

ცვლილებაზე შესული ფეხბურთელები ძალიან მნიშვნელოვანები არიან. მერინოს ვუთხარი, რომ ისე უნდა ეთამაშა, როგორც ყოველთვის თამაშობს. მისი როლი ნახევარდაცვისა და თავდასხმის მხარდაჭერაა.

მისი მოედანზე შეყვანით გვინდოდა, გუნდს ის ტემპი და ენერგია შეგვეტანა, რაც საჭირო იყო. სათადარიგოთა სკამიდან შესული ფეხბურთელების წვლილი მართლაც გამორჩეული იყო, თუმცა ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჩვენს განკარგულებაში ძალიან მაღალი დონის 26 ფეხბურთელია.“

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი ცვლილებაზე გამოსულა მიკელ მერინომ გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა:

„ეს გოლი მთელი გუნდის დამსახურებაა. ბოლომდე გვჯეროდა, რომ ჩვენს შანსს მივიღებდით.“

ცნობისთვის, ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ამერიკასა და ბელგიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბალოგუნის ეფექტი - ფრანგებმა ოლისეს ყვითელი ბარათის გაუქმება მოითხოვეს
ბალოგუნის ეფექტი - ფრანგებმა ოლისეს ყვითელი ბარათის გაუქმება მოითხოვეს