ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ესპანეთი მეოთხედფინალშია - პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

ტეხასის ქალაქ არლინგტონში ესპანეთმა და პორტუგალიამ კიდევ ერთი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაარკვიეს.

მე-8 წუთზე კარგი მომენტი მიკელ ოიარსაბალმა ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ზედიზედ ორი კარგი მოგერიება პორტუგალიელთა მეკარემ, დიოგუ კოშტამ შემოგვთავაზა, როცა ჯერ ლამინ იამალის, შემდეგ კი ალექს ბაენას დარტყმები მოიგერია. 41-ე წუთზე ნუნო მენდეშის დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა და პირველ ტაიმში უგოლო ფრე დაფიქსირდა.

56-ე წუთზე ტრავმის გამო მოედანი ნუნო მენდეშმა დატოვა, რომელიც მანამდე იამალის განეიტრალების თავს კარგად ართმევდა. ესპანეთმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და მომენტების შექმნაც დაიწყო, რამაც შედეგი მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამოიღო - ცვლილებაზე შესულმა მიკელ მერინომ ფერან ტორესის პასით ერთადერთი გოლი გაიტანა და „ფურია როხა“ მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

ესპანეთი მეოთხედფინალში ბელგიასა და აშშ-ს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბალოგუნის ეფექტი - ფრანგებმა ოლისეს ყვითელი ბარათის გაუქმება მოითხოვეს
ბალოგუნის ეფექტი - ფრანგებმა ოლისეს ყვითელი ბარათის გაუქმება მოითხოვეს