„ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა“ - რონალდო ანჩელოტიზე
ბრაზილიის ნაკრების ლეგენდამ, რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატიდან „სელესაოს“ გავარდნის მიზეზად მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის არასწორი გადაწყვეტილებები დაასახელა.
„გულახდილად ვიტყვი, რომ კატასტროფა სათადარიგოთა სკამზე მიღებული გადაწყვეტილებებით დაიწყო. კარლო ანჩელოტი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა მან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. არ მესმის, რატომ არ იყო ჟოაო პედრო ძირითად შემადგენლობაში. მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებოდა.
ბრაზილიას სჭირდებოდა ისეთი ფორვარდი, რომელიც შეტევას გააცოცხლებდა. ყოველ ჯერზე, როდესაც მოედანზე ენდრიკი გადიოდა, მას ენერგია, აგრესია და მოულოდნელი გადაწყვეტილებები შემოჰქონდა. მიუხედავად ამისა, მუნდიალის დიდი ნაწილი ენდრიკმა სკამზე გაატარა. არ მესმის, რატომ მოხდა ასე.
საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ვინისიუსმაც უნდა აიღოს. ყველამ ვიცით, როგორი ნიჭიერია ის, მაგრამ ეს მუნდიალი მისთვის წარუმატებელი გამოდგა. ვინისიუსი არ ჰგავდა იმ ფეხბურთელს, რომელიც საკლუბო დონეზე დომინირებს. როდესაც ბრაზილიას თავისი მთავარი ვარსკვლავები დასჭირდა, ვინისიუსმა თავისი უნარები ვერ გვაჩვენა.
ნორვეგიამ დამსახრებულად გაიმარჯვა. ისინი ორგანიზებულად და დისციპლინირებულად თამაშობდნენ, ერლინგ ჰოლანდი კი მეტოქეს ყოველი შეცდომისთვის სჯიდა. თუმცა ბრაზილია ნორვეგიას მატჩამდე მიღებული არასწორი გადაწყვეტილებებით დაეხმარა. ასეთ დონეზე 1-2 შეცდომა მუნდიალიდან გასავარდნად სრულიად საკმარისია, ამჯერად კი ძალიან ბევრი შეცდომა ვიხილეთ“.
როგორც იცით, ნორვეგიის ნაკრებმა მუნდიალის ბრაზილია 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.