მაგნეს აკლიუში
Aa
Aa

კიდევ ერთი გარემარბი - პსჟ მაგნეს აკლიუშს შეუთანხმდა

„პარი სენ-ჟერმენმა“ მაგნეს აკლიუშთან ხუთწლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმა. ამის შესახებ RMC Sport-ის ჟურნალისტი ფაბრის ჰოუკინსი იტყობინება.

მისი ინფორმაციით, ახლა პარიზულმა კლუბმა „მონაკოსთან“ სატრანსფერო თანხის შესათანხმებლად მოლაპარაკებები დაიწყო.

24 წლის ფრანგი ფეხბურთელი მარჯვენა გარემარბისა და შემტევი ნახევარმცველის პოზიციებზე თამაშობს და „მონაკოს“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს.

გასულ სეზონში მაგნეს აკლიუშმა 43 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი მიითვალა. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში აკლიუშს 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

ჰოუკინსი ასევე წერს, რომ პსჟ-სა და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის მიღწეულია შეთანხმება ლი კანგინის ტრანსფერთან დაკავშირებით. პარიზული კლუბი კორეელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუკა შევალიე პსჟ-ში დარჩება
ლუკა შევალიე პსჟ-ში დარჩება