გიორგი გაგუა
Aa
Aa

გაგუას ბრწყინვალე პასები | დუნაისკა სტრედამ მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა

სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურში „დუნაისკა სტრედამ“ სტუმრად მიხალოვცეს სამი გოლი გაუტანა, კარი მშრალად შეინახა და ლიდერობა შეინარჩუნა.

გამარჯვებულთა შემადგენლობაში გიორგი გაგუა ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მიუხედავად იმისა, რომ მის აქტივში გოლი ან საგოლე პასი არ არის, ორი გოლის შექმნისას საკვანძო პასები შეასრულა. პირველი გოლისას მატეი ტრუსა მეკარესთან პირისპირ დატოვა, მეორე გოლისას კი მისი საკვანძო პასით სწრაფი კონტრშეტევა განვითარდა და პრინს ოვუსუს პასით სამსინდინ ოურომ შეაგდო.

25 წლის ქართველ „ათიანს’’ კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს, სლოვაკეთის ჩემპიონატში ცხრავე მატჩი სასტარტოდან დაიწყო. 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. კონფერენს ლიგაზე ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა („ველეჟ მოსტართან’’) და 1 საგოლე პასი („ტვენტესთან’’) შეასრულა. სლოვაკეთის თასზე ერთ მატჩში მის ანგარიშზე 1 გოლია.

9 ტურის შემდეგ „დუნაისკა სტრედა“ 23 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო მეორე პოზიციას „ჟილინა“ 20 ქულით იკავებს, რომლის შემადგენლობაში სანდრო ნარიმანიძე გამოდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპაერმა მე-100 წუთზე გაათანაბრა | 6-გოლიანი თრილერი ტორპედოსთან
სპაერმა მე-100 წუთზე გაათანაბრა | 6-გოლიანი თრილერი ტორპედოსთან