„პასუხისმგებლობას არ გავურბივარ“ - ვინისიუსი პენალტის ეპიზოდზე
ბრაზილია-ნორვეგიის საფეხბურთო მატჩის პირველ ტაიმში სკანდინავიელთა კარში დანიშნული 11-მეტრიანი ბრუნო გიმარაეშმა შეასრულა და ორიან ნილანდმა მას გატანის საშუალება არ მისცა. ამ ეპიზოდში მოვლენები რომ ბრაზილიელების სასარგებლოდ განვითარებულიყო, შესაძლოა პენტაკამპეონები მეოთხედფინალში გასულიყვნენ. სწორედ ამიტომ, მატჩის დასრულების შემდეგ სელესაოს ლიდერს ვინისიუს ჟუნიორს ჰკითხეს, თუ რატომ არ დაარტყა მან პენალტი და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„კარლო ანჩელოტიმ წინასწარ შეარჩია თუ ვინ შეასრულებდა 11-მეტრიანებს და არჩევანი ბრუნო გიმარაეშზე შეაჩერა. ამაყი და ამპარტავანი არასოდეს ვყოფილვარ, ტურნირის ბომბარდირობისკენ არ მივისწრაფვოდი, რის გამოც ნიშნულთან გიმარაეში მივიდა. ის პენალტებს ჩემზე კარგად ასრულებდა და ამიტომაც ენდო კარლო.
შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ მე დარტყმა არ მინდოდა, რაც სრული სიცრუეა. პასუხისმგებლობას არასოდეს გავურბივარ და „რეალშიც“ უმაღლეს საფეხბურთო სასჯელს მხოლოდ მაშინ ვასრულებ, როდესაც ამას მწვრთნელი მავალებს. ბრუნომ ვერ გაიტანა, მაგრამ მადლობა მას ასეთი კარგი ტურნირისთვის“.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუს ჟუნიორმა მსოფლიოს ჩემპიონატი 4 გოლითა და 2 საგოლე პასით დაასრულა, თუმცა ექვსივე საგოლე მოქმედება ჯგუფურ ეტაპზე შეასრულა და ფლეი ოფში თავი არ გამოუჩენია, რის გამოც მას სამშობლოში ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა.