“მოდუნების უფლება არ გვაქვს“ - როდრი პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში დიდებული დაპირისპირება ვიხილეთ. ესპანეთი პორტუგალიის წინააღმდეგ - მატჩი, რომელიც ფურია როხამ მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანელთა ნახევარმცველმა როდრიმ მცირე კომენტარი გააკეთა.
როდრი:
„ვიცოდით, რომ პორტუგალია დაცვაში ღრმად ჩაჯდებოდა. ორივე გუნდი თანაბარი ძალის იყო და ბურთის კონტროლის შენარჩუნებაზე იყო კონცენტრირებული.
საერთო ჯამში, ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარეთ. საბოლოოდ, ჩვენი შანსი გამოვიყენეთ და თამაშის ბედი გადავწყვიტეთ.
თუმცა, ჯერ მოდუნების უფლება არ გვაქვს. გამარჯვებით ძალიან ბედნიერები ვართ. წინ რთული მატჩები გველის.“
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი ცვლილებაზე გამოსულა მიკელ მერინომ გაიტანა.
ცნობისთვის, ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ამერიკასა და ბელგიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.