ლამინ იამალი
Aa
Aa

ესპანეთის რეკორდულად მშრალი სერია მუნდიალზე | OPTA-ს საინტერესო ცნობები

2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებმა მიკელ მერინოს გამარჯვების გოლით პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით OPTA-მ საინტერესო სტატისტიკური ცნობები გამოაქვეყნა.

კრიშტიანუ რონალდუ (41 წლის და 151 დღის ასაკში) მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მერვედფინალურ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. მან პიტერ შილტონის რეკორდი (40 წლის და 281 დღის) გააუმჯობესა.

ყველაზე მეტი დაფიქსირებული დარტყმა (1966 წლიდან) მსოფლიო ჩემპიონატის ერთ ტურნირზე ისე, რომ თანაგუნდელისთვის ერთი მომენტიც კი არ შეუქმნია:

  • კრიშტიანუ რონალდუ, 17 (2026)

  • ალბერტო გარსია ასპე, 15 (1998)

  • იეჟი გორგონი, 13 (1974)

  • კატლეგო მფელა, 13 (2010)

  • დენის ჩერიშევი, 13 (2018)

ესპანეთის ნაკრები მუნდიალის მეოთხედფინალში ისტორიაში მეექვსედ ითამაშებს, 2010 წლის შემდეგ კი — პირველად. 

პირველ ტაიმში პორტუგალია მეტოქის საჯარიმოში ბურთს მხოლოდ 4-ჯერ შეეხო, რაც 2010 წლის შემდეგ მუნდიალის მატჩებში მათი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2010-შიც ეს ესპანეთის წინააღმდეგ მოხდა.

ლამინ იამალი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 19 წლის იუბილემდე მუნდიალის ფლე-ოფის ორ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. 

ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატი ისე დაიწყო, რომ პირველ ოთხ მატჩში გოლი არ გაუშვია. ისინი 2006 წელს შვეიცარიის შემდეგ პირველი ევროპული ნაკრები გახდნენ, ვინც ეს შეძლო; (აღსანიშნავია, რომ მათი 2022 წლის ბოლო მატჩიც 0-0 დასრულდა).

ესპანეთი პირველი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 6 მატჩში საკუთარი კარი მშრალად შეინახა (1 მატჩი 2022 წელს, 5 მატჩი 2026 წელს).

მუნდიალის მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრების მეტოქე აშშ-სა და ბელგიას შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები