გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი საბერძნეთში? - გიორგი ორი კლუბის რადარზეა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის სპორტინგიდან კარიერა შესაძლოა, საბერძნეთის სუპერლიგაში გააგრძელოს. პორტუგალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის დამატებაზე ინტერესს პანათინაიკოსი და პაოკი გამოთქვამენ.

როგორც იწერება, ორივე ბერძნული გუნდი უკვე დაუკავშირდა სპორტინგს გამოსყიდვის უფლებით იჯარის თაობაზე. ფეხბურთელი მეტი სათამაშო დროის მისაღებად ახალ კლუბს ეძებს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ქოჩორაშვილი ესპანეთში გადასვლას ამჯობინებს.

სეზონის დასრულების შემდეგ აქტიურად იწერებოდა ვიგოს სელტასა და ლევანტეს ინტერესზე, თუმცა ესპანურ კლუბებს სპორტინგისთვის შეთავაზება ჯერჯერობით, არ გაუკეთებიათ.

ქოჩორაშვილი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 26 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გატანილი, „სპორტინგს“ 2025 წლის ივლისში შეუერთდა, მისი კონტრაქტი კი 2030 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. Transfermarkt-ზე მისი ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება 4.00 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 ივლისის სატრანსფერო ზონა
5 ივლისის სატრანსფერო ზონა