“ცოტა იღბალი დაგვაკლდა“ - მარტინესი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში დიდებული დაპირისპირება ვიხილეთ. ესპანეთი პორტუგალიის წინააღმდეგ - მატჩი, რომელიც ფურია როხამ მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კომენტარი გააკეთა.
მარტინესი:
„პორტუგალიელ ხალხს შეუძლია, ამ გუნდითა და ამ ფეხბურთელებით იამაყოს. ძალიან სამწუხაროა, რადგან კარის ძელიც ვაზანზარეთ. ვფიქრობ, დამატებით დროში თამაშს ვიმსახურებდით.
თავი კარგად დავიცავით. მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს ვეთამაშებოდით. შესაძლოა, მხოლოდ ცოტა იღბალი დაგვაკლდა. დღეს იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო, თუმცა თამაში ძალიან თანაბარი გამოვიდა.
ფეხბურთელები მხოლოდ ქებას იმსახურებენ. მათ ყველაფერი გაიღეს მოედანზე და ჩვენი დამოკიდებულებით ძალიან ვამაყობ. მსგავსი მატჩები ძალიან მცირე დეტალებით წყდება. ვფიქრობ, ორივე გუნდმა მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა.
კრიშტიანუმ, როგორც ყოველთვის, მაგალითი აჩვენა. მისი დამოკიდებულება და ლიდერობა ამ გუნდისთვის ფასდაუდებელია. ახლა ჩემი მომავალი მნიშვნელოვანი არ არის. დღეს მხოლოდ ამ მარცხზე ვფიქრობ და იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს.“
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი ცვლილებაზე გამოსულა მიკელ მერინომ გაიტანა.
ცნობისთვის, ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ამერიკასა და ბელგიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.