რომელუ ლუკაკუ, კევინ დე ბრუინი, ფოლარინ ბალოგუნი
Aa
Aa

რომელუ ლუკაკუს რეკორდი მუნდიალზე | OPTA-ს საინტერესო ცნობები

2026 წლის მუნდიალის მერვედფინალში აშშ ბელგიასთან 1:4 დამარცხდა. მე-9 წუთზე დე კეტელარემ ბელგია დააწინაურა, 31-ე წუთზე მალიკ ტილმანმა ანგარიში გაათანაბრა, 33-ე წუთზე დე კეტელარემ დუბლი შეასრულა. 57-ე წუთზე სხვაობა ორ ბურთამდე ჰანს ვანაკენმა გაზარდა, მესამე დამატებულ წუთზე ლუკაკუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

OPTA-ს საინტერესო ცნობები აშშ - ბელგიის მატჩის გარშემო

რომელუ ლუკაკუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ სხვადასხვა მატჩში შეცვლაზე შესულმა გოლი გაიტანა.

რომელუ ლუკაკუ მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო სამ მატჩში:

ახალი ზელანდიის წინააღმდეგ: 1 დარტყმა, 1 გოლი

სენეგალის წინააღმდეგ: 1 დარტყმა, 1 გოლი

აშშ-ის წინააღმდეგ: 1 დარტყმა, 1 გოლი

ბელგიამ მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ოთხი გათამაშებიდან სამში მეოთხედფინალს მიაღწია, მაშინ როცა მანამდე, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთხელ გავიდა.

1930-2010 : 1 მეოთხედფინალი

2014-2026 : 3 მეოთხედფინალი

აშშ-ბელგიის მატჩის პირველ ტაიმში ფოლარინ ბალოგუნზე (10) ნაკლები შეხება ბურთთან არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონდა.

კევინ დე ბრუინი აშშ-სთან სათადარიგოთა სკამზე იჯდა, არ უთამაშია. მან ბელგიის რიგებში ჩატარებული ბოლო 37-ვე შეხვედრა სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო, შეცვლაზე კი ბოლოს 2021 წელს, ერთა ლიგის მატჩში იტალიის წინააღმდეგ ითამაშა.

მეოთხედფინალში ესპანეთისა და ბელგიის მატჩი 10 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
101 წუთიანი სასტიკი ბრძოლა - 10-კაციანმა ინგლისმა მექსიკა დაამარცხა
101 წუთიანი სასტიკი ბრძოლა - 10-კაციანმა ინგლისმა მექსიკა დაამარცხა